ახალი ამბები

ქრისტე აღსდგა!

საქართველოსსახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებელი, სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. რწმენის განახლებისა და სიკეთის უძლეველობის აღმნიშვნელი ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახებისათვის მშვიდობის, სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)