ახალი ამბები

ონლაინ შეხვედრები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

2020 წლის 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გამართა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, გენდერული თანასწორობის საბჭოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მუნიციპალიტეტებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება.

შეხვედრების მონაწილეებმა ძირითად გამოწვევად პანდემიის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება დაასახელეს. ხაზი გაუსვეს ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ გარემოს და ძალადობის მსხვერპლთათვის მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობას, რასაც მარნეულისა და ბოლნისის კრიზისული ცენტრები გასცემს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აგრძელებს დისტანციურ შეხვედრებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება