ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მყოფი სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერთის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კომისარს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
სახალხო დამცველმა მაიკლ ო'ფლაერთის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გააცნო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ახლადარჩეულმა კომისარმა ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.