მუნიციპალური პროექტი „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“
2023 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას მიეძღვნა.
თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც მათ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ეს გადაწყვეტილებები მორგებული უნდა იყოს ხალხის კონკრეტულ საჭიროებებზე და პასუხობდეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. ხოლო ის, თუ რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას - ამის შესახებ, ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებებს ინფორმაციას და მოსაზრებს პლატფორმები უნდა აწვდიდეს.
სახალხო დამცველი მიესალმება მუნიციპალიტეტების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივ მმართველობაში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას საქართველოში.