ახალი ამბები

მთავარი პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშები ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

2017 წლის 27 თებერვალს მთავარი პროკურატურის ანგარიში მთავარი პროკურორის მოადგილემ გოგა გოგაძემ და მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ წარმოადგინეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ანგარიშის მიხედვით პასუხგაუცემელი დარჩა რეკომენდაცია – იმ ჟურნალისტთა სტატისტიკის წარმოების შესახებ, რომელთა მიმართ მათი პროფესიული საქმიანობის გამო დანაშაულებრივი ქმედებები იქნა ჩადენილი; გამოხატვის თავისუფლების და დაკავების უფლებამოსილების გამოყენების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების სწავლების მიზნით ტრენინგები კიმხოლოდ 62–მა სტაჟიორ–პროკურორმა გაიარა.

არ შესრულებულა რეკომენდაცია – 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მომხდარი და სხვა გახმაურებული ფაქტების გამოძიების გონივრულ ვადაში წარმართვის შესახებ, დამნაშავეთა გამოვლენის და მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების შესახებ რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა, ვინაიდან სახალხო დამცველის ყველა წინადადების საფუძველზე, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.

ასევე ნაწილობრივ არის შესრულებული რეკომენდაცია – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების დროულად დასრულების შესახებ.

კვლავ პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის საკითხი. ამდენად, რეკომენდაცია კვლავ ძალაშია.

მისასალმებელია, რომ პენიტენციური დაწესებულების ან პოლიციის დაწესებულების ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442და 1443(წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს.

ადრეულ ასაკში ქორწინების, ასევე 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან სქესობრივი კავშირის თავიდან ასაცილებლად პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ დაიწყო. ფაქტობრივი ქორწინების/თანაცხოვრების არსებობისას, სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დღემდე არ ხდება სათანადო ზომების მიღება შესაძლო დანაშაულის გამოსავლენად.

კომიტეტზე პროკურატურას არ წარმოუდგენია დასაბუთებული პასუხი ადვოკატ მდინარაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამოძიების გაჭიანურების შესახებ სახალხო დამცველის აპარატის კითხვაზე.

თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია – პროფესიულისამხედრომოსამსახურეთახელშეკრულებებშიპირგასამტეხლოსპირობის, სრულადგაუქმების შესახებ. ჯარიმების ოდენობა და ჯარიმის მოქმედების ვადა 2012 წლის შემდეგ არ შემცირებულა. თავდაცვის სამინისტროს პოზიციით, ჯარიმის გაუქმება უარყოფითად აისახება სამხედრო მოსამსახურეების შენარჩუნების საკითხზე. ამასთან, უცნობია რა სამუშაოები მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციის ასამაღლებლად, რათა სამსახურში მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა არ აკავებდეთ.

რეკომენდაციაპროფესიულსამხედრომოსამსახურეთაკადრებისგანკარგულებაშიგადაყვანისადასამსახურიდანამორიცხვისშესახებბრძანებებიიყოსდასაბუთებულიდაყოველთვისიყოსმითითებულიპირისდათხოვნისმიზეზი – საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების შედეგად შესრულდა.

სახალხო დამცველი ვერ მიიჩნევს შესრულებულად რეკომენდაციას – სამხედრომოსამსახურეთასტატუსისშესახებსაქართველოსკანონისშესაბამისობით, საჭიროებისშემთხვევაში, ბინასარგებლობაშინებისმიერსამხედრომოსამსახურესგადაეცესდაბინისსარგებლობაშიგადაცემამხოლოდსაქართველოსშეიარაღებულიძალებისგენერალურიშტაბისუფროსისრეკომენდაციაზეარიყოსდამოკიდებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა, თუ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხვა შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურესთვის ბინის გაცემის რეკომენდაცია გენშტაბის უფროსმა უნდა წარადგინოს. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს არ აქვთ საშუალება საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ მოსთხოვონ კომისიას მათთვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის ბინის გადაცემა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად შეიტანა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რათა შეიქმნას გარემოზე ზემოქმედების შეფასების იმგვარი სისტემა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ან დაკავშირებული ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. შედეგად,სახალხო დამცველის რეკომენდაცია შესრულებულია.

კომიტეტის სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანგარიში მინისტრის მოადგილემ გიორგი ბაქრაძემ წარმოადგინა.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა გადადგა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის რეაბილიტაციისთვის გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, საპროექტო სამუშაოები და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოცხადდა ტენდერი და იმედოვნებს, რომ თეატრის რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დაიწყება. რაც შეეხება თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრის რეაბილიტაციას, რეკომენდაცია არ შესრულებულა, ვინაიდან სამინისტროს ინფორმაციით, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და უმჯობესი იქნება ახალი შენობის აშენების საკითხზე დაიწყოს მსჯელობა.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა წარმოადგინა.

არ არის შესრულებული რეკომენდაცია – სოფლის განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის, დაგეგმილი პროგრამების გაანალიზების და პრიორიტეტების განსაზღვრისას გენდერული ასპექტებისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის შესახებ.

მართალია, რიგი საკრებულოები და გამგეობები გენდერულად მგრძნობიარე და ქალათა გაძლიერებისკენ მიმართულ პროექტებს ახორციელებენ, თუმცა, თავად სამინისტრო საჭიროდ არ თვლის სპეციალურად ქალთა გაძლიერებისთვის რაიმე პროექტს განხორციელებას და არც დაგეგმილი პროგრამების გენდერულ ანალიზს ახდენს.

რეკომენდაცია – საკრებულოს დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნისა და მდგრადობის, აგრეთვე გამგეობის დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილების, საქმიანობის არეალისა და რესურსები გაფართოვების შესახებ ნაწილობრივ შესრულდა, ვინაიდან, 14 მუნიციპალიტეტს ჰყავს მრჩეველი გენდერის საკითხებში, 27 მუნიციპალიტეტს შეთავსებით მომუშავე თანამშრომელი ყავს, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არავინ მუშაობს.

არ შესრულებულა რეკომენდაცია მუნიციპალიტეტების ორგანოებისადმი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის სხვადასხვა ეტაპების სრულყოფის შესახებ. ასევე, რეკომენდაცია უსახლკარო პირთა საჭიროებების, მონაცემთა ბაზის შედგენის და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურების, ინფრასტრუქტურული რესურსის შექმნის, თავშესაფრებში განთავსებულ ბენეფიციართათვის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვის და სხვადასხვა სოციალური პროგრამების მომზადების შესახებ. ამასთან, ბუნდოვანია რა ღონისძიებები ტარდება დასახული პრობლემის დასაძლევად.

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)
3. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)
4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ
5. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ (ვიდეო)


27.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)