ლტოლვილთა საერთაშორისო დღე
2015 წლის 11 ივლისს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ მონაწილეობა მიიღო ლტოლვილთა საერთაშო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ტრადიციულად პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც კახეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა დიპლომატიური კორპუსის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლტოლვილთა საერთაშორისო დღე დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით. შეჯიბრში მონაწილე ახალგაზრდებს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ომბუდსმენის აპარატის სახელით სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.