ლევან იოსელიანი საქართველოს სახალხო დამცველის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
2023 წლის 10-11 მაისს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან (COEST), სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან.