კონკურსი ჟურნალისტებისთვის „კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“
საქართველოს სახალხო დამცველი ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის „კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“
კონკურსის დებულება
1. მიზანი
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით ორგანიზებული კონკურსი „კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“ მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისებას და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებზე დისკუსიის ინიცირებას.
2. კონკურსის ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი
- კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით.
- კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2015 წლის 6 მაისს.
- კონკურსის ჟიური დაკომპლექტდება კონფლიქტის თემაზე მომუშავე სპეციალისტებისა და ჟურნალისტებისგან.
3. მონაწილეები
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ტელე, რადიო, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს.
- კონკურსის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 10 აპრილიდან 2015 წლის 10 აპრილის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე მედია სივრცეში გავრცელებული, პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სტატია ან საქართველოს ტერიტორიაზე ტელე–რადიო მაუწყებლის ეთერში გასული სიუჟეტი.
- პუბლიკაცია ან ტელე–რადიო სიუჟეტი ხელს უნდა უწყობდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ყურადღების მობილიზებას და დისკუსიას შემდეგ თემებზე:
- კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა;
- სახელმწიფოს მიერ ინიცირებული სოციალური პროექტების შესაბამისობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებთან;
- გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობის დასაქმების, ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა; უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები;
- კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანი გზები და მეთოდები;
- ხალხთა შორის ურთიერთობები, დიალოგი და ნდობის აღდგენა, როგორც კონფლიქტის დარეგულირების გზა;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ, სადაც მითითებული იქნება სტატის გამოქვეყნების (ან სიუჟეტის ეთერში გასვლის) თარიღი; გაზეთის, ჟურნალის ან ინტერნეტ გამოცემის სახელწოდება (მაუწყებლის დასახელება);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სტატიის ან ტელე–რადიო სიუჟეტის ასლი.
- სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 800 სიტყვისა, ხოლო ტელე–რადიო სიუჟეტის ხანგრძლივობა არანაკლებ 2 წუთისა.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- კონკურსანტებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან 11 აპრილის 18.00 საათამდე, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ნინო რამიშვილის ქ. #6, თბილისი, საქართველო ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე mediakonkursi.ombudsman@gmail.com
- არასრული განაცხადები არ განიხილება.
4. გამარჯვებულთა გამოვლენის წესი
- კონკურსში გამოვლინდება სამი (I, II და III) საპრიზო ადგილი.
- კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ ჟიურის წევრები სხვადასხვა კატეგორიაში ქულთა დარიცხვის მეთოდით. ეს კატეგორიებია: თემის აქტუალურობა; შესაბამისობა კონკურსის პირობებთან; შესაბამისობა მედიის სტანდარტებთან; გადმოცემის სტილი.
- თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი ქულაა 5.
- ჟიურის ყველა წევრი ნაშრომს აფასებს დამოუკიდებლად. ჟიურის წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების საფუძველზე გამოიანგარიშება საშუალო ქულა.
- ერთნაირი ქულების შემთხვევაში, სტატიისთვის ან ტელე–რადიო სიუჟეტისთვის უპირატესობის მინიჭება მოხდება ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მიხედვით.
5. პრიზები
- კონკურსში გამოვლენილი პირველი სამი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
- კონკურსში მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.