ახალი ამბები

კონფერენცია - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე - 2023

2023 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილება.

ღონისძიებაზე ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთათვის მისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. განიხილეს დაუნის სინდრომის ადრეული განვითარების, სკოლამდელი ინკლუზიური განათლების, ინკლუზიური საბაზისო განათლების საკითხები და სახელმწიფო მომსახურებები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დანერგვის პროცესისა და ჯანდაცვის სერვისებზე სათანადო წვდომის ხარვეზებზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების აღმოფხვრის აუცილებლობას, განიხილა სახელმწიფოს ვალდებულებები დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ასევე, წარმოადგინა სახალხო დამცველის აპარატის ხედვა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს აპარატის საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა დაუნის სინდრომის ასოციაციას, დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების გამოკვეთის, ადვოკატირებისა თუ ცნობიერების ამაღლებისათვის გაწეული საქმიანობის გამო.

ღონისძიების ორგანიზატორები იქვნენ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)