ახალი ამბები

კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე

2016 წლის 25 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით: „ქალთა მიმართ ძალადობის აკრძალვის კომპლექსური მიდგომა“.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ თავის მოხსენებაში მიმოიხილა ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების: თავშესაფრისა და ცხელი ხაზის მონიტორინგის, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ინდივიდუალური განცხადებების შესწავლის, დამცავი და შემაკავებელი ორდერების შეფასებისა და ქალთა მკვლელობების მონიტორინგის შედეგები. ეკატერინე სხილაძემ ხაზგასმით ისაუბრა იმ გამოწვევებზე თუ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში იკვეთება.

კონფერენციას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ინსტიტუტების წარმომადგნელები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და გამართეს დისკუსია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის აკრძალვის მიმართულებით არსებობს.

ღონისძიებას ეუთოს სერბეთის მისიის მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწიეს სერბეთის სახალხო დამცველის ოფისმა და ეროვნული ასამბლეის ადამიანის და უმცირესობათა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტმა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)