ახალი ამბები

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე რეგიონებში

2019 წლის 5 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოფისებმა გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს.

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში, „ჯანსაღი გარემოს უფლების“ ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს სახალხო დამცვლის სპეციალური ანგარიშები „წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში“ და „უფლება სუფთა ჰაერზე“ გააცნეს. ასევე, დაასუფთავეს ქუთაისის შემოსასვლელში მდებარე მუხნარის ტყე. უნდა აღინიშნოს რომ ამ აქციას სამოქალაქო აქტივისტები და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ ბათუმის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, გააცნეს სახალხო დამცველის მანდატი და მათი პრობლემებიც მოისმინეს; მონაწილეობა მიიღეს ანაკლიის სანაპირო ზოლის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში გამართულ დასუფთავების აქციებში.

.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)