გამოკითხვის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი ნდობის თვალსაზრისით მესამე ადგილს იკავებს
გაზეთ „კვირის პალიტრის“ სოციოლოგიურ გამოკითხვას - „ნდობა“ 422 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვაზე „რომელ უწყებას/საზოგადოებრივ ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად?“ - სახალხო დამცველმა მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს საპატრიარქოსა და მედიის შემდეგ. სქემის მიხედვით, მაქსიმალური შეფასება 9 ქულა იყო, ხოლო მინიმალური - 1 ქულა.
საშუალო ქულის მიღებისას სანდო უწყებათა რეიტინგი ასე გადანაწილდა:
1. საქართველოს საპატრიარქო 8.87
2. მედია 6.12
3. ომბუდსმენი 5.70
4. მთავრობა/მინისტრები 4.90
5. პრეზიდენტი 4.85
6. საქართველოს პარლამენტი 4.79
7. სასამართლო 3.74
8. არასამთავრობო სექტორი 3.04
9. მერია/ადგილობრივი ხელისუფლება 2.99
საზოგადოების მხრიდან ასეთი მაღალი ნდობის გამოცხადება კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს სახალხო დამცველის აპარატს და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ინტენსიური მუშაობის გაგრძელების სტიმულს აძლევს.