გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის N1 ბიულეტენი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმმა პირველი საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატისა და საქმიანობის შესახებ.
ბიულეტენის პირველ გამოცემაში მკითხველს შეუძლია გაეცნოს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმს და მექანიზმის მიერ განხორციელებულ ძირითად, მნიშვნელოვან აქტივობებს, კონვენციის იმპლემენტაციის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას.
ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ შშმ პირთა უფლებების კუთხით გაცემული რეკომენდაციების, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.
რუბრიკაში ფოკუსი მიმოხილულია შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.
მკითხველს შეუძლია გაეცნოს ექსპერტის, შშმ პირთა უფლებების აქტივისტის კობა ნადირაძის მოსაზრებას გაეროს კონვენციის განხორციელების პროცესში ამ პირთა ჩართულობის მნიშვნელობასა და არსებული მდგომარეობის შესახებ.