გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 25 წლის იუბილე მეგობრების კლუბის პრეზენტაციით აღნიშნა
2024 წლის 15 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის საიუბილეო ღონისძიებასა და UNFPA-ს მეგობრების კლუბის პრეზენტაციაში.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ იმ უწყებებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც UNFPA-სთან თანამშრომლობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მოსახლეობისა და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიზნების მიღწევასა და პრიორიტეტების განხორციელებაში.
საქართველოს სახალხო დამცველსა და UNFPA-ს საქართველოს ოფისს მრავალი წელია წარმატებული ურთიერთანამშრომლობა აკავშირებთ და აქტიურად განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანი, მისი უფლებები და არჩევანი მუდმივად იდგეს მდგრადი განვითარების ცენტრში.
©️ ფოტოები: გელა ბედიანაშვილი/UNFPA