ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ვიდეო მიმართვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2021 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ამ დროისთვის კაცობრიობის უმთავრეს გამოწვევებზე - კორონავირუსის პანდემიაზე, კლიმატის ცვლილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების ცხოვრების ყველა სფეროში შეღწევაზე საუბრობს. თითოეული მათგანი ადამიანის უფლებებს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 73 წლის წინ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო და ადამიანების სამოქალაქო, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური უფლებების დაცვა დღეს ისეა აქტუალური, როგორც არასდროს.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, გაერო ყოველთვის მხარს დაუჭერს საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებს, გაერო გააგრძელებს მუშაობას სამართლიანობის, თანასწორობის, ღირსებისა და ადამიანის უფლებებისთვის.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)