ფოტო-კონკურსში „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ფოტო-კონკურსში „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“გამარჯვებულები დააჯილდოეს.
დისკრიმინაციის თემაზე ფოტოკონკურსი პირველად გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 23 ადამიანმა. ფოტოები შეაფასა დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდმა. შეფასების შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, პირველი ადგილი მარიამ ნიკურაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა გიორგი დუნდუა, ხოლო მესამეზე მანანა ქველიაშვილი. გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპი და პლანშეტურიკომპიუტერები გადაეცათ. ჟიურის შეფასების შედეგად ფინალში გავიდნენ და სამახსოვრო სერტიფიკატები მიიღეს ნინო კაკაბაძემ, გიორგი ხელაშვილმა, ვაჟა თოფურიამ, თამაზ ჭიოკაძემ, როინ გუნდაძემ, სოფიკო აფციაურმა, გივი ავალიანმა, გიორგი გირკელიძემ ანა ბაციკაძემ და მარინე ჯონჯუამ.
ამასთან, კონკურსში მონაწილე 19 საუკეთესო ფოტო ღონისძიებისთვის დაიბეჭდა და დაჯილდოების ცერემონიაზე გამოიფინა.
ფოტოების თემატიკა შეესაბამებოდა - ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეას, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გამოწვევებს, საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპების, გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემას, უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობას და სხვა თანასწორობისა თუ უთასაწორობის ამსახველ იდეებს.
ფოტოკონკურსი ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.