ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის წარმომადგენლის წერილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებს
ძვირფასო კოლეგებო,
ამ მოკლე შეტყობინების საშუალებით მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი კომისარი ახლოდან ადევნებს თვალყურს საქართველოში მოვლენების განვითარებას, ასევე ბატონი სუბარისა და მისი ორი კოლეგის ცემის ფაქტს ოთხშაბათის დემონსტრაციის დროს.
იმის შემდეგ, რაც პირადად ესაუბრა ბატონ სუბარს და დაუდასტურა თავისი სიმპათია, კომისარმა ნიუ-იორკ ტაიმსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში ზოგადად მიმდინარე პროცესებით და კერძოდ, ომბუდსმენისადმი მოპყრობით. ინტერვიუ გამოქვეყნდა ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნის გვერდებზეც.
პატივისცემით,
სტეფანო მონტანარი
ამონარიდი ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული სტატიიდან:
http://www.nytimes.com/2007/11/09/world/europe/09georgia.html?pagewanted=1&_r=1&ref=europe
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და ეუთომ თავიანთი შეშფოთება გამოთქვეს ქვეყნის ოფიციალურ ძალადობაში ჩაფლობისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო. თომას ჰამარბერგმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დაგმო რეპრესიები.
„ჩემი პოზიცია ასეთია: მიღებული ანგარიშებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ გადაჭარბებული ძალა იქნა გამოყენებული.“ - გვითხრა მან ტელეფონით.
ბატონმა ჰამარბერგმა ასევე განაცხადა, რომ შეძრწუნებულია იმით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი, პოლიციამ სასტიკად სცემა, იმის შემდეგაც კი, როცა მან საკუთარი ვინაობა დაასახელა. ასევე მის შეშფოთებას იწვევს დამოუკიდებელი სამაუწყებლო საშუალებების ჩახშობა.
კომისრის თქმით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, რამდენი ადამიანია დაკავებული და როგორი მოპყრობა განიცადეს მათ. „მედიის ბლოკადა სერიოზული პრობლემაა, რადგან ფაქტები არ ხმაურდება“, თქვა მან.