ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდასაჭერად ახალი პროექტი წარადგინა

2023 წლის 12 ივნისს, თბილისში, ევროკავშირმა გამართა პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია გააძლიეროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობები, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემის დამკვიდრებას. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

„ამ პროექტის საშუალებით ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ სახალხო დამცველის აპარატი და ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, “ ამ პროექტის დაწყება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, ევროკავშირისა და საქართველოს სახალხო დამცველის თანამშრომლობისთვის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ღრმა რწმენას, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის აპარატი, წაახალისებს საქართველოში ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების განვითარებას.

პროექტი განხორციელდება 24 თვის განმავლობაში, 4 000 000 ლარის ბიუჯეტით. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სტრუქტურული დანაყოფებისთვის სასწავლო პროგრამების შემუშავებას, რაც მომავალში მათი საქმიანობის უმაღლესი სტანდარტით განხორციელებას უზრუნველყოფს.

„სასწავლო პროგრამები სახალხო დამცველის აპარატს აღჭურვავს საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით, რაც ხელს შეუწყობს საქმიანობის ეფექტურად და ეფექტიანად წარმართვას,“ - განაცხადა კონსორციუმ DAI-ს წარმომადგენელი იველინა დილოვსკამ.

ტექნიკური მხარდაჭერა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს. პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს და მეორე მხრივ აპარატის მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

თავის გამოსვლაში გუნდის ლიდერმა გიორგი ტუღუშმა, რომელმაც პროექტის გეგმები წარმოადგინა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები სახალხო დამცველის აპარატს საშუალებას მისცემს ეფექტურად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს საკუთარი საქმიანობა.“

პროექტი კონსორციუმი DAI-ის ხელმძღვანელობითა და საკონსულტაციო კომპანია EGERIA Solutions-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თეონა გოგოლაშვილი

+995577797275

მედია კოორდინატორი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)