ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
2017 წლის 19 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები დედაქალაქის მერობის კანდიდატებს – დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და ევროპული საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას შეხვდნენ.
მერობის კანდიდატებმა საბჭოს თავისი პროგრამები წარუდგინეს და ამ პროგრამებში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართულებით არსებულ ხედვებსა და პრიორიტეტებს გაუსვეს ხაზი.
საბჭოს წევრები სახელმწიფო უწყებებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის გზებით დაინტერესდნენ.
შეხვედრები ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ.