„ექსპრესნიუსზე“ ჰაკერული შეტევა დროულად უნდა იქნეს გამოძიებული
გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 19 აგვისტოს ჰაკერული შეტევა განხორციელდა ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ვებგვერდზე (www.epn.ge), რის შედეგადაც განადგურდა აღნიშნულ მედია–პლატფორმაზე თავმოყრილი ყველა მასალა. ამჟამად ვებგვერდის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ახალი ამბების სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე დაწყებულია.
მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად, ხოლო დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის უნდა არსებობდეს გარემო, სადაც შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ. მეორეს მხრივ, არ უნდა დაბრკოლდეს საზოგადოების ინტერესები, ასევე შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია. საქართველოს სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას.