ENNHRI-ს მმართველი საბჭოს შეხვედრა ბერლინში
2025 წლის 19-20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ბერლინში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) მმართველი საბჭოს გასვლით შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში მმართველი საბჭოს წევრებმა განიხილეს ქსელის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მომავალი წლების საქმიანობის სტრატეგიული გეგმა, სამუშაო ჯგუფების ჩართულობა და სხვა საკითხები. ასევე, გაეცნენ ქსელის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშებს.