ელექტრონული კურსი ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ
სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ ელექტრონულ კურსს ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ.
ამ კურსის გავლით, თქვენ შეისწავლით რას წარმოადგენს ქალთა გაძლიერების პრინციპები და როგორ შეუძლიათ კომპანიებს გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, დასაქმების ბაზარსა თუ საზოგადოებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ პრინციპების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით, თქვენი კომპანია მისცემს სტიმულს სხვებსაც, ხელი მოაწერონ ქალთა გაძლიერების პრინციპებს!
- კურსი შედგება 2 მოდულისგან;
- მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
- კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს!
ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.
კურსი შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ გვერდზე www.ombudsman.ge
განყოფილებაში https://ombudsman.ge/geo/elektronuli-kursebi
გისურვებთ წარმატებებს!