ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა ჟენევაში

სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის 28-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც გაეროში იმართება. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

სახალხო დამცველმა ასევე მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის გენერალური ასამბლეის შეხვედრაში, სადაც მიიღეს საგანგებო განცხადება, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვას აუცილებლობის შესახებ. განცხადებას ერთ-ერთმა პირველმა მხარი საქართველოს ომბუდსმენმა დაუჭირა და აღნიშნა, რომ ის აუცილებლად მიიჩნევს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროპული ქვეყნების ომბუდსმენთა მხრიდან გამოხატულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრები გამართა ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ფინანსურ და საკოორდინაციო კომიტეტებში, რომლის წევრიც საქართველოს ომბუდსმენი უკვე ორი წელია ოფიციალურად არის.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)