ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის განცხადება პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის მხარდასაჭერად

პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისარი არის დამოუკიდებელი და პატივსაცემი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაეროს პარიზის პრინციპებთან.1 ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები აღიარებულია გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მიერ, როგორც ძირითადი აქტორები ადამიანის უფლებათა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო ფარგლებში.2

პოლონეთის A-სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა კომისარი აკრედიტებულია როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პლურალისტური და ანგარიშვალდებული ინსტიტუტი. იგი ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას პოლონეთში და არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ღირებული წევრი.

2016 წლის მარტის ერთობლივი განცხადებისა და საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის ფაქტების შემსწავლელი მისიის 2016 წლის ივლისის ანგარიშის2 კვალდაკვალ, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელიღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეიძლება უარყოფითად აისახოს ადამიანის უფლებათა კომისრის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლზე - ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები გაეროს პარიზის პრინციპების და პოლონეთის კონსტიტუციის შესაბამისად. კერძოდ, ჩვენ გვინდა მივაპყროთ პოლონეთის ხელისუფლების ყურადღება შემდეგ საკითხებზე, რომლებიც ბოლოდროინდელი ქმედებების გამო რისკის ქვეშ დგანან:

პირველი, გაეროს პარიზის პრინციპების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დამოუკიდებლობა ცენტრალური და ძირითადი პირობაა ინსტიტუტის მიერ მანდატის ეფექტურად განსახორციელებლად. ამ პირობის დაკმაყოფილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის ადეკვატური დაფინანსება სახელმწიფოსგან, რათა იგი იყოს დამოუკიდებელი მთავრობისაგან და არ ექვემდებარებოდეს ფინანსურ კონტროლს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის დამოუკიდებლობაზე.4 ამ მხრივ, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელიიზიარებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას, როგორიცაა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი5 და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები6, და მოითხოვს სწრაფი ქმედებების გატარებას ადამიანის უფლებათა კომისრის სათანადო დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რაც მას მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს მისი მანდატი გაეროს პარიზის პრინციპების, ასევე მასთან დაკავშირებული მანდატების (პრევენციის ეროვნული მექანიზმი7 და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი8 ) შესაბამისად.

მეორე, ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მანდატი მოიცავს საერთაშორისო, რეგიონული და ლოკალური ინსტრუმენტით განსაზღვრულ ყველა უფლებას.9 ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი შეშფოთებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც განხორციელდა პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის წინააღმდეგ10 მის მიერ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების უფლებების დაცვის დროს, რასაც ის ახორციელებს მისი მანდატის და სავალდებულო საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების, მათ შორის ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა და თანასწორობის დირექტივების ქარტიის11, შესაბამისად.

მესამე, გაეროს პარიზის პრინციპების მიხედვით, "ეროვნული ინსტიტუტების წევრებს უნდა გააჩნდეთ სტაბილური მანდატი, რომლის გარეშეც შეუძლებელია მათი რეალური დამოუკიდებლობა ... გაუქმების საფუძველი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ წევრის მიერ მანდატის შესრულების შესაძლებლობაზე“.12 ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა კომისრის უფლებამოსილების ვადის უსაფრთხეობისა და მის მიერ მანდატის და გაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვის და ხელშეწყობის პატივისცემის მნიშნველობას.

და ბოლოს, გაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად, "მკაცრად რეკომენდებულია, რომ ეროვნული კანონმდებლობა შეიცავდეს დებულებებს ეროვნული ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრების დასაცავად მათ მიერ უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორცილების დროს. ამგვარი ფუნქციური იმუნიტეტი აძლიერებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს უფლებამოსილების ვადის უსაფრთხოებას და მის შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს ადამიანის უფლებათა შესახებ დისკუსიებსა და კრიტიკულ ანალიზში.13 ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი შეშფოთებული რჩება პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის იმუნიტეტის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებების ოფისის მსგავსად, მოითხოვს, რომ შესაბამისი კანონებით უზრუნველყოფილ იქნას იმუნიტეტთან დაკავშირებული სათანადო დებულებები, გაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად.

ადამიანისუფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა კომისარს მის ძალისხმევაში ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები პოლონეთში. ქსელი მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს მიიღოს სწრაფი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებათა კომისარს ჰქონდეს საკმარისი დაფინანსება და დამოუკიდებლობა მისი მანდატის გაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად განხორცილებისათვის.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის განცხადება პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის მხარდასაჭერად

_____________________________________________________________

1 ეროვნული ინსტიტუტების სტატუსთან დაკავშირებული პრინციპები, რომლებიც გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1993 წლის დეკემბრის რეზოლუციით 48/134 20.

2 მაგალითად: გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია მესამე კომიტეტის ანგარიშის შესახებ (A / 70/489 / Add.2); ეუთო-ს დოკუმენტი კოპენჰაგენის შეხვედრის შესახებ; ევროპის საბჭო: მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R (97) 14 წევრი სახელმწიფოების მიმართ ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების დაარსების შესახებ; ევროკავშირი: ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სამოქმედო გეგმა (შეთანხმებულია ევროკავშირის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან)

3 იხილეთ საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პოლონეთში მივლენილი ფაქტების შემსწავლელი მისიის საბოლოო ანგარიში, 24 ოქტომბერი, 2016.

4გაეროს პარიზის პრინციპები, სტრუქტურა და დამოუკიდებლობის და პლურალიზმის გარანტიები (2), 1993. აგრეთვე იხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის AS/Ega (2014) 11.

5 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუიჟნიეკსის ანგარიში მის მიერ პოლონეთში 2016 წლის 9-დან 12 ნოემბერამდე განხორციელებული ვიზიტის შესახებ.

6 გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის და გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი.

7 25-ე მუხლი, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღმოფხვრის კონვენციის ფაკულტატური ოქმი (ასევე იხილეთ ზოგადი მოსაზრებები. 2.9)

8 მუხლი 33 (2), კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა შესახებ (ასევე იხილეთ ზოგადი მოსაზრებები. 2.9).

9 აკრედიტაციის ქვეკომიტეტის ზოგადი მოსაზრებები, 2013. 1.2 ადამიანის უფლებათა მანდატი.

10იხილეთ საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პოლონეთში მივლენილი ფაქტების შემსწავლელი მისიის ანგარიში.

11 როგორიცაა თანასწორობის ჩარჩო დირექტივა 2000/78 / EC.

12 ზოგადი მოსაზრებები. 2.1, ეროვნული ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრების გარანტირებული უფლებამოსილების ვადა.

13 ზოგადი მოსაზრებები. 1.2 ადამიანის უფლებათა მანდატი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)