ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების მესამე აკადემია

2016 წელს თბილისში 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელის (ENNHRI) თანამშრომლობით ტარდება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების აკადემია, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების 30-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილებას, ხოლო სესიებს საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.

ყოველწლიური აკადემიის მიზანია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლების პროფესიული განვითარება და მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2016 წლის აკადემიის ფარგლებში სესიები ჩატარდება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე; ძირითად თემას წარმოადგენს წამების პრევენციის საკითხები, ასევე ტერორიზმთან ბრძოლა და ადამიანის უფლებები.

აკადემიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ცოდნა და უნარები ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებაც.

პირველი აკადემია 2014 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ხოლო მეორე – 2015 წელს პოლონეთის დედაქალქ ვარშავაში ჩატარდა.

30.05.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)