ახალი ამბები

9 წელი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან

2023 წლის 2 მაისს 9 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ, ევროკავშირთან დადებული ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი მიიღო და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შექმნა. ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის დანერგვის შედეგად, ადამიანებს, რომლებიც დისკრიმინაციულ მოპყრობას დაექვემდებარნენ, შესაძლებლობა მიეცათ, უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველს და სასამართლოს მიმართონ.

ცალკეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევაა, რაც, ძირითადად, თანასწორობის პრინციპების პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, არსებითია სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობის დაცვის შესახებ ერთიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და ღონისძიებების შემუშავება, საჯარო პირების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელება და საზოგადოების ყველა წევრის მიერ თანასწორობის უფლების არსის სათანადოდ გააზრება და პატივისცემა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)