ახალი ამბები

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით 2023 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაგრამ ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

მე იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც და იქიდან ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის დარღვეული“, - განაცხადა ენგურის ხიდთან მყოფმა სახალხო დამცველმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)