26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი 1918 წლიდან ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გულითადად ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი, მაღალგანვითარებული, სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
სახალხო დამცველის განცხადებით, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ პატივისცემაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრება და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.