ახალი ამბები

17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, მადლობას უხდის ქართველ ვეტერანებს, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის ვეტერან თანამშრომლებს, რომლებმაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა და სამშობლოსთვის გამოჩენილი თავდადებისთვის შესაბამის დაფასებას უსურვებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი წლებია, აქტიურად მუშაობს ვეტერანთა საკითხებზე და სხვადასხვა დროს არაერთი კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული ვეტერანთა სოციალური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)