ახალი ამბები

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი

საკონკურსო პოზიციის დასახელება: იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი

საკონკურსო პოზიციის რაოდენობა: 2

საკონკურსო კომისიის საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართ: ქ. თბილისი, ირაკლი ფაღავას ქუჩა N6

ტელ: (+995) 598 84 53 62 (საკონტაქტო პირი: ხატია მელაშვილი)

ზოგადი აღწერა:

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 221 მუხლის პირველი, მე–2 პუნქტების და ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტების შესაბამისად, იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრს ღია კონკურსის წესით არჩევს საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან.

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად უნდა შეირჩეს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი.

ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია.

საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატს მოეთხოვება:

– საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლობა;

- უმაღლესი განათლება;

– ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

განცხადება (საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე);

– რეზიუმე (CV);

– უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია, რომლის წარმომადგენელიცაა კანდიდატი ან რომელშიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე hr@ombudsman.ge 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის სათაურში უნდა მიეთითოს საკონკურსო პოზიციის დასახელება: ,,იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)