25 დეკემბრის საშობაო მილოცვა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შობას ულოცავს საქართველოში არსებულ იმ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ქრისტეს შობის დღესასწაულზე ადამიანები ერთმანეთს მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს და მომავლის რწმენას უსურვებენ. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ამ კეთილ სურვილებს და საქართველოს კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
კათოლიკე და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების მანძილზე შეჰქონდათ პოზიტიური წვლილი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს წვლილი სათანადოდ იყოს დაფასებული და ჩვენს თანამემამულეებსა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც თავს ამ ეკლესიების მრევლს მიაკუთვნებენ, ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად იშრომონ, იღვაწონ და კვლავაც შეუწყონ ხელი ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას.