ახალი ამბები

სახალხო დამცველი უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა

2024 წლის 31 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასში განთავსებულ უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს შეხვდა.

სახალხო დამცველი უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის შედეგებითა და ეფექტით დაინტერესდა.

პროგრამა უკვე გავლილი აქვს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილს.

სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებების დაცვის აქტიურ მონიტორინგს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)