შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
2023 წლის 8 დეკემბერს, 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ სახალხო დამცველის მანდატს ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით, საქმის შესწავლის პრაქტიკას და არსებულ გამოწვევებს. ასევე შედგა დისკუსია სასკოლო სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესისა და მეთოდების შესახებ, რაც ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება.