გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გულითადად ულოცავს ამერიკელ ხალხს ამ განსაკუთრებულ დღეს. ასევე ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოსთან და მხარს უჭერენ მის პოლიტიკურ გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე.