სახალხო დამცველი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
2021 წლის 2 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და საელჩოს პოლიტიკური მდივანი ლელა ლომია.