ახალი ამბები

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა

2015 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი გიწვევთ მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კინოჩვენებაზე – „საით მივდივართ ახლა?“

რეჟისორ ნადინე ნაბაკის ფილმი ეხება სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მამაცი ქალების მცდელობას თავიდან აიცილონ კონფლიქტი ლიბანის ერთ-ერთ სოფლის დაპირისპირებულ თემებს შორის.

ფილმის ჩვენება გაიმართება კინოს სახლში 2015 წლის 21 სექტემბერს, 18.00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2

დაწვრილებით იხილეთ:მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი "თავისუფალი ჩვენება"



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)