სახალხო დამცველის საახალწლო მილოცვა
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მთავარს - ჯანმრთელობასა და მშვიდობას გისურვებთ.
ყოველ ახალ წელს იმედით შევყურებთ, ველით რომ წინ უფრო მშვიდი, სიყვარულით, კეთილდღეობითა და წარმატებით სავსე წელი გველოდება.
2020 წლის დასრულებას განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვის ცხოვრებასაც პანდემიამ მძიმე დაღი დაასვა. ტკივილების მოშუშებას და დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრებას გისურვებთ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია