ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით

31 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. ზუსტად ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ უსასტიკესი მეთოდებით დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები და ქვეყანას თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი ახალგაზრდა მოუკლა. მათმა თავგანწირვამ, საზოგადოების ერთიანობამ, თავისუფლების იდეამ და გამძლეობამ დაგვანახა, რომ მზად ვიყავით თავი დაგვეხსნა საბჭოური ტოტალიტარიზმისგან და შეგვეძლო დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და დასავლურ ღირებულებებზე დამკვიდრებულ სახელმწიფოში გვეცხოვრა.

#გვახსოვდესჩვენიგმირები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)