სახალხო დამცველის საახალწლო მილოცვა
გილოცავთ ახალ 2020 წელს და ამ კეთილი იმედების დღესასწაულზე გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ურთიერთპატივისცემას. მინდა ახალმა წელმა ახალი და უფრო დიდი წარმატებები, დადებითი ენერგია და ემოციები მოგვიტანოს.
ისევ და ისევ ვისურვებდი, მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოს, ხარისხიანი განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია