ახალი ამბები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2019 წლის 13 ივნისს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა.

სახალხო დამცველის მოადგილემ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დასრულების შესახებ. ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ წარმოადგინა ინფორმაცია მონიტორინგის მექანიზმის მიერ განხორციელებული და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. დეპარტამენტის თანამშრომელმა ლიკა ბაციკაძემ საბჭოს წევრებს გააცნო საპილოტე საჯარო სკოლებში განხორციელებული ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები.

საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ზომიერად გამოხატული შეზღუდვის მქონე (მათ შორის სმენადაქვეითებული) პირების სოციალური პაკეტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მრავლობითი შეზღუდვის (მხედველობისა და სმენის დაქვეითების) მქონე პირების დამხმარე საშუალების (სმენის აპარატი) გაცემის პრობლემა, შშმ პირთა კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში უსინათლო ბავშვთა სასკოლო განათლების მონიტორინგის მიზნით შემუშავებულირიორიტეტიზაციის დოკუმენტი და სხვა.

სათათბირო ორგანოს მორიგი სხდომა 3 თვის ვადაში გაიმართება.

.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)