კონკურსის „ მე ომბუდსმენი 2011“ პირველი ტური დასრულდა
2011 წლის 25 ივნისს დასრულდა სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „მე ომბუდსმენი 2011“ პირველი ტური.
კონკურსში „მე ომბუდსმენი 2011“ 1–25 ივნისს დარეგისტრირდა 329 გუნდი, თითოეული გუნდი შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისგან. კონკურსის მეორე ტურში გადავიდა 76 გუნდი, შესაბამისად ამ გუნდებმა 30 კითხვიდან მინიმუმ 25 კითხვას უპასუხეს სწორად.
კონკურსის „მე ომბუდსმენი 2011“ მეორე ტური დაიწყება 2011 წლის 4 ივლისს. 28 ივნისიდან გუნდებს საშუალება აქვთ თავად შეამოწმონ გადავიდნენ თუ არა მეორე ტურში და ასევე გაეცნონ პირველი ტურის კითხვების სწორ პასუხებს. მეორე ტურში გადასულმა გუნდებმა 4 ივლისად 29 ივლისის ჩათვლით უნდა უპასუხონ 20 ტესტურ კითხვას, ასევე ტესტურ კითხვებს თან ახლავს ერთი ღია კითხვა (სავარაუდო პასუხების გარეშე), რომელსაც გუნდებმა უნდა გასცენ წერილობითი პასუხი. პასუხი ამ კითხვაზე ფასდება 1–10 ქულის ფარგლებში სპეციალური კომისიის მიერ. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი. ტესტური კითხვების პასუხებში თანაბარი რეიტინგის მქონე 10–ზე მეტი გუნდის არსებობის შემთხვევაში, პირველი ათეულის გამოსავლენად ტესტური კითხვების შედეგებთან ერთად გამოყენებული იქნება ღია კითხვის პასუხის შეფასების შედეგი (1–10 ქულა).
კონკურსის „მე–ომბუდსმენი 2011“ სპონსორია ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“