სახალხო დამცველის კონკურსი – „ მე ომბუდსმენი“ 2011
2011 წლის 1 ივინისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველი იწყებს კონკურსს – „მე ომბუდსმენი“ 2011. „მე – ომბუდსმენი“ არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის.
კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მხარდაჭერით. კონკურსის სპონსორია ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი „ სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“.
კონკურსი ტარდება 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდებისათვის, რომელთაც 25 ივნისამდე აქვთ საშუალება სახალხო დამცველის ვებგვერდზეგაეცნონ თამაშის წესებს, გაიარონ რეგისტრაცია და უპასუხონ კითხვებს ადამიანის უფლებათა სფეროდან.
კონკურსი „მე ომბუდსმენი”- 2010 სამი რაუნდისაგან შედგება. აქედან პირველი ორი რაუნდი ტარდება ვებგვერდის საშუალებით, როდესაც დარეგისტრირებული გუნდები კითხვებზე პასუხებს აგზავნიან ონლაინ რეჟიმში, ხოლო მესამე რაუნდს სახალხო დამცველის აპარატი უმასპინძლებს. ფინალში გასული მოსწავლეები მიიღებენ დახურულ კონვერტებს ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული კაზუსით, რომელზეც პასუხი შენობიდან გაუსვლელად 3 საათის ფარგლებში წერილობით უნდა გასცენ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოტივაცია, ანალიტიკური უნარი და უახლოესი კომპიუტერის მოძებნა, რომელიც ჩართულია ინტერნეტის ქსელში.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან პერსონალური კომპიუტერებით და სხვა სოლიდური პრიზებით.
კონკურსი–„მე–ომბუსმენი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა. კონკურსის სამივე საპრიზო ადგილი იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა პერ ეკლუნდმა გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ სახალხო დამცველის ვებ–გვერდს: www.ombudsman.ge და მარჯვენა ველში დააჭირეთ ღილაკს „მე ომბუდსმენი“!