სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრება საქართველოს მოქალაქის ბელარუსიდან ლიბანში ექსტრადიციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით
2021 წლის 19 მაისს სახალხო დამცველმა მინსკის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრებით მიმართა და მიუთითა, რომ ბრალდებული საქართველოს მოქალაქის ბელარუსიდან ლიბანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დაუშვებელი იყო, ბრალდებულის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, აგრეთვე, სიკვდილით დასჯის მაღალი რისკის გამო.