სიახლეები

შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს წმინდა მატათას მოციქულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განხორციელებულ პროექტებზე. ხანდაზმულთა თავშესაფრის რეაბილიტაციის საკითხზე და შშმ პირთა ცენტრზე.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების დაკრძალვის საკითხი, რომელთა სამარხებიც აჭარის ტერიტორიაზე იქნა მიკვლეული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)