სახალხო დამცველის მოადგილემ ჩაქვის სოციალური დასახლება მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ტალახაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მდებარე დასახლება მოინახულეს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობა და ეკომიგრანტები ცხოვრობენ.
სახალხო დამცველის მოადგილე დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. დასახლებაში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევებია, გაუმართავია სანიაღვრე სისტემა, რაც მაღალი ტენიანობის პირობებში შენობის დატბორვას, დანესტიანებას და საცხოვრებელი ოთახებში ობის გავრცელებას იწვევს. მოსაწესრიგებელია შიდა გზა და საერთო სარგებლობის სივრცე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სპორტული და კულტურული ცენტრის მოწყობა. ასევე მოსახლეობამ ხაზი გაუსვა წყალმომარაგების პრობლემას.
სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად ატარებს დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილების მონიტორინგს და გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით რეკომენდაციებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებს.