სიახლეები

სახალხო დამცველი პერევისა და ქარძმანის მოსახლეობას შეხვდა

2023 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში - პერევსა და ქარძმანში ჩავიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„ძალიან ხშირად დავდივარ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ვცდილობ გავიგო, თუნდაც იქ, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სერვისებს აწვდის მოსახლეობას და როგორია მათდამი დამოკიდებულება. დღეს შევხვდი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას. მათ იმ პრობლემებზე მომიყვნენ, რომელსაც აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა საოკუპაციო საზღვარს კვეთენ.

ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა. თუმცა, ასეთი მიმოსვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)