სახალხო დამცველი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველმა აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ხაზი გაუსვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცების მნიშვნელობასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებს, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანდაცვის, განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს. სტუდენტები მხარეთა შერიგების შესაძლებლობებითა და მექანიზმებითაც დაინტერესდნენ.