ალტერნატიული ანგარიშები

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „2023 წლის ანგარიშზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (მიმდინარე საქმეები)“.

ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზოგად ღონისძიებებს შემდეგ საქმეებში: „ცინცაბაძის ჯგუფი“, „იდენტობის ჯგუფი“, „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „თხელიძის ჯგუფი“. დოკუმენტში გაანალიზებულია, თუ რამდენად საკმარისია ზემოაღნიშნული საქმეების აღსასრულებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ანგარიში ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლება, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების ხარვეზები და ა.შ.

ალტერნატიულ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დამატებით საჭირო ზოგადი ღონისძიებების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)