სოციალური დახმარება
2022 წლის მაისის თვეში სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს კახეთის ოფისის წარმომადგენლებმა შეხვედრები ჩაატარეს უმცირესობის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი შეხვედრა ჩატარდა ეთნიკურად ავარებით დასახლებულ სოფელში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან. შეხვედრას ესწრებოდა მარტოხელა დედა მ.შ., რომელმაც აღნიშნა, რომ მერიის სოციალური პროგრამებით არასდროს უსარგებლია და არ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების შესახებ. შემდგომ მოხდა მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მერის წარმომადგენლისთვის, რის შემდგომაც მ.შ.-მ დაწერა განცხადება მერიის სახელზე და ისარგებლა ერთჯერადი ფულადი დახმარებით, რომელიც გათვალისწინებული იყო მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით;
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნათია ფიცხელაურმა.