შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება
მ.ჯ.-ს სურდა მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი შვილიშვილის ნ.კ.-ს ელექტრონული ეტლით უზრუნველყოფა. მისთვის არ იყო ცნობილი, რომელი უწყებისთვის მიემართა აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანმშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია შესაბამისი რეგიონის სოციალური მომსახურების სამსახურს. ასევე განუმარტა, მ.ჯ-ს სოციალური მომსახურების სამსახურში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ. განხორციელებული რეაგირების შედეგად, შშმ ბავშვს გადაეცა ელექტრონული ეტლი.
აღნიშნულ საკითხზე იმუშავა აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ანა ჯანიაშვილმა.